Tuesday, March 29, 2016

დღე-2

დღე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, დავისახეთ კონკრეტული სასწავლო მიზნები. გამოიკვეთა საკვანძო კითხვები, დროში გაწერილი შეფასების მნიშვნელობა. დავინახე, გავერკვიე თუ რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების ჩეკლისტს. ყველა ეს აქტივობა დამეხმარება განვავითარო მოსწავლის სააზროვნო უნარები და გაკვეთილი ეფექტურად დავგეგმო.
მოხიბლული ვარ ტრენერის და თვით ტრენინგით. ის გამოირჩევა ობიექტურობით. მშვიდ  და სასიამოვნო განწყობით  მივდივარ სახლში.

დღე-1

სასწავლო პროცესების გაუმჯობესების მიზნით გავეცანი პროექტებით სწავლებას,რომელიც ხელს შემიწყობს მოსწავლეში მაღალი სააზროვნო უნარების განვთარებაში და გაზრდის მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში. ის ასევე დამეხმარება იდეების ორგანიზებასა და ტექნოლოგიებით გამდიდრებული, მრავალფეროვანი სასწავლო პროექტები დავგეგმო. ტრენინგი მიმდინარეობდა ყველა წესების დაცვით, კმაყოფილი ვარ ტრენერით.