Wednesday, March 30, 2016

დღე-9

დღევანდელი დღე  დაიწყო  პროექტის შეჯამებით. განვიხილეთ ყველა პუნქტი და თავი მოვუყარეთ ყველა იმ მასალას, რომლის შესწავლასაც მოვანდომეთ ტრენინგით გაწერილი საათები.

Tuesday, March 29, 2016

დღე-8

დღეს გავეცანი ფასილაციის ნიმუშებს, რომელიც საინტერესო იყო და უფრო მოხერხებული და ხელსაყრელი ტექნოლოგიების გამოყენებით. ვფიქრობ ეს გამიადვილებს უფრო დავკონკრეტდე და ორიენტირებული ვიყო ინდივიდუალურად თითოეულ მოსწავლეზე მოსწავლის შესაძლებლობიდან გამომდინარე.

დღე-7

ეს ეტაპი მნიშვნელოვანია, რადგან შემიძლია შევიმუშავო შეფასების ისეთი სტრატეგიები, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლის სწავლებაზე და წარმატებაზე, ასევე გაზრდის. ასევე გაზრდის პროდუქტიულობას, ტექნოლოგიების გამოყენებას, წაახალისებს მათ ჩართულობას და გაზრდის მოტივაციას. ხელს შეუწყობს მსჯელობის, აზროვნების დაკავშირებას სიღრმისეულ წვდომასთან.

დღე-6

ტრენინგის მიზანი იყო გავცნობოდით ისეთი გაკვეთილის დაგეგმვას, რომელიც ორიენტირებულია მაღალი სააზროვნო უნარების ფლობასა და წარმატებისთვის. რათა ხელი შეუწყოს თვითრეგულირებად სწავლას. გათვალისწინებული იყოს ყველა ტიპის მოსწავლეთათვის და შეძლონ მოდიფიცირება სასწავლო პროექტის და გეზის მიმცემი საკვანძო სიტყვებით ააგონ ცოდნა.

დღე-5

დღე დაიწყო ეფექტურად,რადგან გავეცანი მოსწავლეთა პროექტის შეფასებას. მოსწავლის ნაშრომის გასაუმჯობესებლად უკუკავშირის გამოყენება, რადგან შევქმნა დახვეწილი შეფასების გეგმა. დაინტერესების მიზნით და წარმატების მიზნით მივმართავ შეფასების რუბრიკას, რაც ხელს შეუწყობს მათივე წარმატებას. რადგანაც ვფიქრობ რომ ეფექტური და განმავითარებელი შეფასების სტრუქტურა ემსახურება მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.

დღე-4

დღევანდელი ტრენინგი მნიშვნელოვანია, რადგან გავიაზრეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად. ასევე ისწავლიან თანამშრომლობას, გაუზიარებენ იდდებს ინტერნეტის გამოყენებით. შეაფასებენ ნასრომებს, შეიტანონ ცვლილებები, რაც გაზრდის რეფლექსიას და წაახალისებს შემოქმედობითობას.

დღე-3

ამ მოდულს გამოვიყენებ მოსწავლეთა თანამშრომლობის და ეფექტური კომუნიკაციის ხელშესაწყობად, ასევე ტექნოლოგიების ეფექტური მართვის და ინტერნეტის გამოყენების სწავლების პროცესიის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. გააუმჯობესებს სწავლის პროცესს, ხოლო უკუკავშირის მიმცემი რჩევები ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლის პასუხისმგებლობას ჯგუფური მუშაობის დროს.